ბელარუსმა პოლიტოლოგმა, არტიომ შრაიბანმა ქვეყანა დატოვა. მიზეზი რომან პრატასევიჩის ინტერვიუ გახდა, რომელიც ტერორიზმში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიას მისცა. პრატასევიჩის თქმით, არტიომ შრაიბანი აქტიურად იყო ჩართული ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში.
Nexta-ს ყოფილი რედაქტორის განცხადება კატეგორიულად უარყო პოლიტოლოგმა არტიომ შრაიბანმა და განაცხადა, რომ რომანმა ბელარუსში მიმდინარე პროცესებში მისი მონაწილეობა გადაჭარბებულად შეაფასა.
„რომანმა ამ პროცესებში ჩემი მონაწილეობა გადაჭარბებულად შეაფასა. დიახ, 2020 წლის შემოდგომამდე გაწევრიანებული ვიყავი ჩათში, რომელიც, თავდაპირველად, ბლოგერების რიგითი ე.წ. ინტერნეტშეკრება იყო, მაგრამ მიმდინარე პროტესტის ფონზე, ეს დისკუსიების მთავარ თემად იქცა“, – ამბობს პოლიტოლოგი.
პოლიტოლოგის თქმით, ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ჩათის არსებობისა და მისი მონაწილეების შესახებ ჯერ კიდევ შემოდგომით იცოდნენ. ამასთან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ მანამდე ბელარუსის დატოვებას არ გეგმავდა.
„მაგრამ დღევანდელ ბელარუსში კავშირის არქონა, თუნდაც იმასთან, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება უკვე დანაშაულად თვლის, არასაკმარისია თავის დასაზღვევად. პროტასევიჩის ცალკეული ხმამაღალი განცხადებები ჩემზე უსიამოვნო რისკის ზონაში შესვლაა“, – აღნიშნა შრაიბმანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტოლოგი უკრაინაშია წასული.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა ОНТ-მ ეთერში გაუშვა ინტერვიუ, სადაც ოპოზიციური NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი არეულობის ორგანიზებას „აღიარებს“.
რა ვიცით 26 წლის ჟურნალისტზე, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა თვითფრინავიდან გაიტაცა – მიმოხილვა











