„ზოგიერთი მანიპულირებს მაღალი საჯარო ინტერესით, სად რომელ კანონში წერია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიიღოს ცხელ-ცხელი ინფორმაცია – ამის შესახებ განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
„რომელ კანონში და კონსტიტუციაში წერია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გამოძიების პროცესში მიიღოს ცხელ-ცხელი ინფორმაცია?! და დადგეს საკითხი, საზოგადოების ინტერესი უფრო მართალია თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება?!
ვიღაცას რაღაც ფანტაზია მოუვა და მერე თავიანთ ფანტაზიაზე მათ უნდა ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება. ამ ყველაფერს კი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება.“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე და ექსპერტიზის დასკვნაზეც ისაუბრა.
„ზოგიერთი მანიპულირებს მაღალი საჯარო ინტერესით, სად რომელ კანონში წერია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიიღოს ცხელ-ცხელი ინფორმაცია“- განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 13 ივლისი, 2020











