ხვალ თბილისის ყველა საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესის გასაახლებლად ემზადება, თუმცა შესაძლოა კორონავირუსის პენდემიამ პროცესის დაწყებას ხელი შეუშალოს – ამის შესახებ „პრაიმტაიიმნიუსთან“ ბაგა-ბაღების მართვის საააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გულბათაშვილმა განაცხადა.
„სააღმზრდელო პროცესის განახლება იგეგმება, რა შეიცვლება, არ ვიცით. ყველაფერზე საბოლოო პასუხი არ გვაქვს. რეალურად, სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის ყველა ბაღი ემზადება, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველ წუთში იცვლება და ცვლილების შანსი არის. ეს ის სიტუაციაა, როცა ყოველი წუთი ახალ რეალობას ქმნის.
რაც შეეხება რეგულაციებს, რეგულაციები ისეც ძალიან მკაცრი იყო და ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ ბაღები სამზადისში მოსულიყო“,- განაცხადა გულბათაშვილმა.
ინფორმაციისთვის,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებს მუშაობას.
ნახეთ რეგულაციები: ცნობილია წესები, რითაც მშობლები და ადმინისტრაცია იხელმძღვანელებენ
საბავშვო ბაღები იხსნება! – ცნობილია წესები, რითაც მშობლები და ადმინისტრაცია იხელმძღვანელებენ










