თბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.
ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვას, გადაზიდვას, გაგზავნას ან გასაღებას ეხება.











