ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით პოზიცია იმიტომ შეცვალა, რომ პარტიის დაშლის საფრთხე დაინახა.
„გუშინ მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია – ზუსტად ისე შეაფასა დოკუმენტი, როგორც იმსახურებდა, რადგან, მოგეხსენებათ, ის იურისტია და ყველა იურისტმა ისაუბრა ამ დოკუმენტის ხარვეზებზე, სერიოზულ ხვრელებზე.
მაგრამ, საღამოს ძალიან შეიცვალა ვითარება – პოლიტიკა, ესაა შეცვლილი ვითარების საპირწონედ გადაარჩინო შენი 27%-იანი მონაპოვარი, ამიტომ, დღეს გაკეთებული მისი განცხადება ნურავის გაუკვირდება. მიხვდა რა, რომ დაშლის პირას შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის მონაპოვარი, იმ წუთში ჩართო პოლიტიკოსის ტვინი და დღეს თქვა – თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, მაშინ დაიტოვა უკან დასახევი გზა,”-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.











