fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სააკაშვილის ახალი მარცხი, რატომ არ იმუშავა საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა – უკრაინული გამოცემა

21:15 February 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა არ იმუშავა, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მორიგ მარცხად შეიძლება, ჩაითვალოს, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.

„მმართველი პარტიის დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი საკუთარი მუქარის რეალიზაციას. კოლეგა ოპოზიციონერებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე გამართული კენჭისყრის დროს ყველა მათგანმა „თავი შეიკავა“. თუმცა, ეს არ იქცა ოპოზიციის გამარჯვებად, რომელსაც სათავეში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას. შეიძლება ითქვა, რომ პირიქით მოხდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ოპოზიციის ულტიმატუმი, რომლის შედეგადაც საქართველოში პარლამენტი შეიძლებოდა, ერთპარტიული ყოფილიყო, მთავრობის ნერვიულობის მიზეზი მაინც გახდა“.

„ამის გამო მმართველი პარტიის წევრები აგრძელებდნენ კონსულტაციებს ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით და ამავე დროს ეძებდნენ გზას, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი მაინც დარჩენილიყო და მათ ეს გამოუვიდათ. ბოიკოტის ინიციატორის სტატუსი არ აძლევს „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში დაბრუნების საშუალებას ისე, რომ მათ სახე შეინარჩუნონ. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო თვეებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობა დასავლეთთან მნიშვნელოვნად გაუარესდა. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების კრიტიკამ, რომლებიც თითქოსდა ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს მოლაპარაკებებზე, ნამდვილად არ გააძლიერა პარტიის საერთაშორისო პოზიციები“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხისტი დაპირისპირება ხელისუფლებასთან პარტიის რეიტინგზე დადებითად არ ასახულა“.

„CRRC Georgia-ს მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევებით, სააკაშვილის პარტია მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად ქართველების მხოლოდ ხუთმა პროცენტმა დაასახელა, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 31 პროცენტი ასახელებს. პარლამენტის მშვიდ მუშაობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, სააკაშვილის რეიტინგების საბოლოო დასამარება შეუძლია, თუ რა თქმა უნდა სახელისუფლებო პარტია კიდევ ერთხელ არ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ახალ მასშტაბურ პროტესტს გამოიწვევს“, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: პირველი არხი

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

December 27, 2021
800
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

December 12, 2021
937

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია