დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება.
როგორც დოლძე ამბობს, სააკაშვილის გამოჩენა წინაასაარჩევნოდ არის უფრო საკუთარი პარტიის და ამომრჩევლის გამხნევება ვიდრე, მის მიერ გაჟრერებული დაპირების შესრულება.
„საქმე იმაშია, რომ ბევრი დრო, ბევრი შესაძლებლობა, ბევრი დაპირება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და ეს არასოდეს არ შესრულდა. მე ვფიქრობ, ეს აქტიური გამოჩენა ამ საარჩევნო პროცესში არის პირველი გაამხნევოს საკუთარი პარტიის წევრები და საკუთარი ამომრჩეველი, მათ ჩაუსახოს იმედი, მაგრამ ძალიან სამწუხარო ეფექტი აქვს ამას რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა აპირიორი აძლიერებს „ქართული ოცნების“ თავდაპირველ ელექტორატს და ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობას მობილიზება გაუკეთოს თავის უშუალო ამომრჩეველს, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მშვიდად და არჩევანი გაეკეთებინა მაგალითად მესამე ძალებზე.
მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა ერთ პოლუსზე აპრიორი აძლიერებს ბიძინა ივანიშვილის ფიგურას და ფაქტორს მეორე პოლუსზე, ეს არის ძალიან სამწუხარო ეფექტი მიხეილ სააკაშვილის გამოჩენისა მსგავსი ფორმებით, თორე მისი დღის წესრიგი მე ვფიქრობ არის საკუთარი ამომრჩევლის შთაგონება, რომელსაც ბოლო ბოლო არ ჰყოლია ლიდერი, ეს ძალიან რთულია ამომრჩევლისთვის და საკუთარი პარტიის წევრები გამხნევება მსგავსი მესიჯებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ამასთან ანა დოლიძემ დასძიან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არანაირი საშუალება არ აქვს დაიკავოს პრემიერის თანამდებობა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეს არანაირი საშუალება არ აქვს, რომ დაიკავოს პრემიერობის თანამდებობა, ის კი არა ორმაგ მოქალაქესაც არ აქვს ამის საშუალება. მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა რომც ჰქონდეს, რა თქმა უნდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საკითხი სამართლებრივად კი არ დგას, ამის უკან როგორც მანამდე ბევრჯერ ვნახეთ, არ დგას ამ დაპირების რეალურად აღსრულების სურვილი, არამედ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის მზიანია საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება“, – ამბობს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
დღეს კი გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
“ნაცმოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა











