დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია საქართველოს ექს-პერეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, მოწოდება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა არჩევნებში მონაწილეობა ერთიანი სიით მიიღონ, „ქართული ოცნების” ინტერესებთან თანხვედრაშია.
გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან საარჩევნო სიაში – მიხეილ სააკაშვილი
„ეს არის იგივე სურათის გამეორება, რაც უკვე დიდი ხანია ძალიან აწყობს ორივე პოლიტიკურ ძალას და პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას”. მისთვის სასურველია, ის დარჩეს ორი არჩევანის პირობებში, როდესაც ყველას ეძახის „ნაციონალურ მოძრაობას”.
უკვე ხედავთ „ქართული ოცნების” ამ რიტორიკას, რომ ყველა „ნაციონალური მოძრაობაა” და მასთან დაკავშირებულები. მას უნდა, ამ ორი არჩევანის წინაშე ამყოფოს საზოგადოება. იგივეს ამბობს ახლა სააკაშვილი. ამიტომ მგონია, რომ ორი ძალის ინტერესების თანხვედრა”, – განაცხადა ბესელიამ.











