fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრის

07:56 June 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში განხილვები გრძელდება. „საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიცია და მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც იმსჯელებენ იმ შეუთანხმებელ საკითხებზე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრის შემდეგ კი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე გავა.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით თითქმის ყველა ძირეულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ქალთა კვოტების გადანაწილება კვლავ შეუთანხმებელ საკითხად რჩება.

„კვოტების საკითხზე, რომელიც შესაძლებელია, რომ არ იყოს კოდექსში, გავაკეთებთ ყველაფერს, ოპოზიციური პარტიები ყოველ შემთხვევაში, ორი ფრაქცია უკვე შევთანხმდით ამაზე, „ლელო“ და „შარლ მიშელის ჯგუფი“, რომ ეს პუნქტი, კვოტირების გაუარესებული მუხლი არ აღმოჩნდეს საარჩევნო კოდექსში”, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხათუნა სამნიძემ.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანონპროექტი სრულად იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. შალვა პაპუაშვილი ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ქალთა კვოტირების რაოდენობა რჩება იგივე, როგორც აქამდე იყო კანონმდებლობის მიხედვით. პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პლენარულ სესიაზე საარჩევნო რეფორმას სრული მხარდაჭერა ექნება.

„პლენარულ სხდომამდე გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ შევაჯეროთ საბოლოო პოზიციებს კანონპროექტთან დაკავშირებით. იცით, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ძირითადი პრინციპები შევათანხმეთ. იყო რამდენიმე დეტალი, რომელზეც ვმუშაობდით. პლენარულ სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა ექნება ყველა პარტიის მხრიდან მეორე მოსმენით ამ პროექტს. რაც შეეხება კვოტების საკითხს, მთავარი აქ არის ერთი რამ – არაფერი არ იცვლება, ეს არის მნიშვნელოვანი. ამას უნდა შევხედოთ პერსპექტივაში. კერძოდ, იმ ჩანაწერით, რომელიც დღეს კანონმდებლობაში არსებობს, ყოველ მეორე პარტიულ სიაში უნდა იყოს სხვა სქესის წარმომადგენელი. აქ, რა თქმა უნდა, ძირითადად საუბარია ქალების წახალისებაზე. ამ ჩანაწერის მიზანია, უზრუნველყოს საკრებულოებში მინიმუმ 20-პროცენტიანი წარმომადგენლობა ქალების, ისევე როგორც პარლამენტში არის ეს კვოტებით უზრუნველყოფილი. გამომდინარე იქიდან, რომ ხდება საარჩევნო სისტემის შეცვლა, ანუ ხდება მაჟორიტარული და პროპორციული თანაფარდობის შეცვლა, ამ ცვლილების გამო მოხდა კვოტირების შეცვლა ყოველი მესამეთი და რჩება იგივე რაოდენობა, 20 პროცენტი ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, როგორც ხდებოდა დღევანდელი კანონმდებლობით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეგები: პარლამენტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პლენარულ სესიაზე კანონმდებლები 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

December 2, 2021
1.3k
საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ სასჯელის ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა – პარლამენტმა კანონპროექტები დაამტკიცა

December 1, 2021
803
პოლიტიკა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

December 1, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია