“საგამოძიებო კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3800 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ჰყავდა: “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე “ნაციონალური მოძრაობა” – ბოკერიას პარტია,- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო-ს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ, გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, ეს პარტიები მონაწილეობდნენ და გვითხრან, მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხალისე დამკვირვებელი გვყავდა საქართველოს მასშტაბით, არადა 3800 უბანია და ამ სამ პარტიას არათუ დამკვირვებლები ჰყავდათ, არამედ კომისიის წევრები,”- განაცხადა ელისაშვილმა.











