საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 33 მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალება და 5 მაღალი გამავლობის რეანიმობილი ემატება.
„დღეს გამოცხადდება ტენდერი და 35-40 მოტოციკლეტი იქნება შეძენილი ჩვენი პარამედიიკოსებისთვის. ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, გავცვალეთ ინფორმაცია და იქიდან გამომდინარე, რომ საკურორტო ზონებში ყოველწლიურად იმატებს დამსვენებელთა რაოდენობა, მოტოპარამედიკოსის მომსახურების დანერგვა ძალიან წარმატებული იქნება.
კრიტიკულ სიტუაციებში ცალსახად მნიშვნელოვანია ოპერატიულობა. საკურორტო ზონებსა და სხვა გადატვირთულ ადგილებში საცობების გამო ავტომობილებს დაბრკოლება ექმნებათ, შესაბამისად, მოტოპარამედიკოსი. ჩვენ უკვე გადავამზადეთ 105 მოტოპარამედიკოსი, პროექტის დაწყების შემდეგ კი ეტაპობრივად გავზრდით მათ რიცხვს“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე კალანდიამ.











