საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. 80 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნათესავებმა ნახეს.
ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მათ სამართალდამცველებს მიმართეს.
ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











