საინტერესოა გახარიას მიზანი: „ქართული ოცნება“ ჩამოაშოროს ხელისუფლებას თუ პირიქით – გადაარჩინოს, – ამის შესახებ „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, გიორგი გხარიამ თქვას, რა არის მისი მიზანი.
„ალბათ, შეეცდება გახარია კონსტრუქციული ოპოზიციის როლში იყოს. მაგრამ აუცილებელია, მან თქვას მისი მიზანი რა არის. შემოდის „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად თუ იმ ხმების მოსაპოვებლად , რომლსაც არც სააკაშვილი უნდა და არც ივანიშვილი. მან უნდა თქვას ეს მკაფიოდ, იმიტომ, რომ ამის ენის მოჩლექით საუბარი არ გამოვა,“ – განაცხადა ბესელიამ.











