fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი ტყუილია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

12:51 November 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
837
ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლების დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს:

„კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს. განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან.

მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების.

ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან “კოვიდ-19” დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს.

ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს “კოვიდ-19”, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად იცავს საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველები შეუფერხებლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ემსახურებიან მოქალაქეებს.

ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი.

ტელეკომპანია “მთავრი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა:

1. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის.

2. “112”-ის თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.

3. საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რაც ბუნებაში არ არსებობს.

შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს “მთავარი არხი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჩოხატაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

December 30, 2021
766
საზოგადოება

მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

August 27, 2021
771
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

August 27, 2021
765

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია