fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სალხინოს მამათა მონასტრის ჭიშკარი დილიდან მედიისთვის დაიხურა

09:32 April 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის ჭიშკარს ამ დროისთვის ბოქლომი ადევს და იქ მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

ეს ჭიშკარი ერთადერთი შესასვლელია,საიდანაც მომლოცველები ტაძარში შესვლას შეძლებენ. მრევლის შესვლას ტაძარში კი სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა „ერთსულოვნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აპირებს ეკლესიიდან განკვეთოს ის სამი სასულიერო პირი, რომლებიც სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაში მთავარ როლს ასრულებდნენ, თუ ისინი ამ ქმედებას მის წინაშე საჯაროდ არ მოინანიებენ:

„დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს არ ნიშნავს.

რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია,ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული.

ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს ასევე განვკვეთავ თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ასევე, მან გაფრთხილება მისცა სასულიერო პირებს მირიან მესხაძესა და კონსტანტინე გაბისონიასაც.

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა მეუფე სტეფანემ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც მარტვილის ეპარქიაში ტაძრების და მონასტრების მმართველობაში განხორციელდება:

„ვაცხადებ, რომ მღვდელი გოჩა ლიპარტელიანი დანიშნულია სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. მასვე ევალება მღვდელმოქმედება წაჩხუროს მონასტერსა და სოფელ სალხინოს მახლობლად მდებარე სხვა ტაძრებში. ასევე, ბერდიაკონი გიორგი კოპალიანი დანიშნულია სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების კეთილმოწესედ და ასევე სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების წინამძღვრობას ამ საგანგებო ვითარებაში ჩემს თავზე ვიღებ. ვაცხადებ, რომ ყველანაირი ძალმოსილება იმ ფარგლებში რაშიც ვმოქმედებ გამაჩნია და ტყუილად ნუ ლაპარაკობენ რომ მე რაღაცა უფლებები მეზღუდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე სტეფანეს თქმით, ის ბზობის დღესასწაულს სალხინოში ჩაატარებს და მრევლს მთელი საქართველოდან მოუწოდა, რომ ბზობა მასთან ერთად სალხინოს მამათა მონასტერში აღნიშნონ.

ავტორი: თეა შონია 

თეგები: ჭყონდიდის ეპარქია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ – მეუფე სტეფანე 

June 1, 2021
798
საზოგადოება

სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელ გვილავა განკვეთის მოლოდინშია

May 29, 2021
789
მთავარი ამბავი

მეუფე სტეფანემ ურჩობაში მყოფ იღუმენს ბოლო გაფრთხილება მისცა

May 26, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია