ამ წუთებში სალხინოს მამათა მონასტერში წირვის ჩატარებას აპირებს მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული ახალი იღუმენი გრიგოლ დარსალია.
მას წირვის ჩასატარებლად მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გადაყენებული მამა დანიელი და ყოფილი არქიმანდრიტი ათენოგენი არ უშვებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ვითარება დაძაბულია.
სალხინოში ასევე მოვიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე,რომელიც ითხოვს,რომ წირვის ჩასატარებლად შეუშვან გრიგოლ დარსალია. შეგახსენებთ,რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს ეპარქიაში მღვდელმსახურება შეუჩერა.
ავტორი: თეა შონია











