ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ტეხასის გუბერნატორი რაიან პატრიკი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არის საზიზღარი და უკანონო. სამთავრობო შენობის შტურმით აღება არ არის პროტესტი, ეს ანარქიაა. დააკავეთ ისინი, ბრალი წაუყენეთ და დააპატიმრეთ“, – წერს რაიან პატრიკი.
ცნობისთვის, ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.











