fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სანდრას სიმდიდრე და ძვირფასეულობა არ აინტერესებს, საქართველოს ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდება – მაჩალიკაშვილი

17:15 August 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.8k
ნახვა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო პრემიერობის კანდიდატებს ასახელებს. როგორც მაჩალიკაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას  განაცხადა, „ნაცმოძრაობამ“ სიის პირველ ნომრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ან  ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი უნდა წარადგინოს.

„მე „ნაცმოძრაობაში“ ვხედავ ორ კანდიდატს, რომელიც შესაძლოა, წარადგინონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. პირველ რიგში, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მეორე არის სანდრა რულოვსი. დანარჩენებზე უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ მე ჩემს აზრს გამოვთქვამ.

პირდაპირ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს გარკვეულ ნაწილს უნდა თუ არ უნდა, არის მსოფლიო პოლიტიკის ამომცნობი და შეთავსებადი ადამიანი. ამას ემატება დიდი რეფორმატორობა და განათლება. მან წუმპიდან ამოიყვანა შევარდნაძის დროინდელი საქართველო და მთელ მსოფლიოს გააცნო. ასე თუ ისე, იყო დაშვებული შეცდომები, მაგრამ მან შექმნა სახელმწიფო და გაიყვანა მსოფლიო არენაზე. ასეთი ადამიანი დღევანდელ საქართველოს სჭირდება.

სანდრა რულოვსს რაც შეეხება, ის არის ერთ-ერთი უძლიერესი კანდიდატი, ჭკვიანი და განათლებული ადამიანი, რომელსაც სიმდიდრე, ძვირფასეულობა არ აინტერესებს. ის არის ევროპული დონის ჩამოყალიბებული ადამიანი, ქველმოქმედი და მზრუნველი. საქართველოს ზუსტად  განათლებული და ხალხზე მზრუნავი ადამიანი სჭირდება“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ნახეთ – შეარჩია თუ არა „ნაცმოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად.

იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120  – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

თეგები: მალხაზ მაჩალიკაშვილიმიხეილ სააკაშვილისანდრა რულოვსი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

December 27, 2021
800
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

December 12, 2021
937

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია