პირველივე დღეს, როგორც კი საარჩევნო სია გამოაქვეყნეს, დაიწყო ჩემზე ბულინგი, – ამის შესახებ ვიქტორ სანიკიძემ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თავდასხმა მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა.
„უფრო მეტად დარტყმა ჩემს ოჯახზე იყო და მომიწია მათთან მუშაობა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიექციათ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს კარგს არაფერს მოუტანს არც ჩემს ოჯახს, არც სხვას. არიან ჩემი კოლეგები, რომლებზეც ძალიან მოქმედებს დღემდე ეს „ბულინგი“, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინიც გადალახავენ ამას, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სანიკიძემ.











