„ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარებაა ქვეყანაში. ქვეყანა გაგლეჯილია ორად, ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გადალაგებული და პირდაპირ საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების”,- ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური, ოპოზიციის მოძულე და კონფტრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად ვითარებას ძალიან დაამძიმებს და გაართულებს. ჩვენ გვჭირდება პრემიერ – მინისტრად ადამიანი, ვინც ოპოზიციასთან დაჯდება, დაილაპარაკებს და კომპრომისს მივაღწევთ. ღარიბაშვილის რიტორიკიდან გამომდინარე რთულად წარმომიდგენია, რომ შეძლებს ოპოზიციასთან დალაპარაკებას და მოლაპარაკების გზით ვითარების განმუხტვას”, – განაცხადა ელისაშვილმა.











