საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაზარდა. კომისიაში ოთხის ნაცვლად ექვსი წევრი იქნება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, ფრაქციის შექმნამ კორექტივების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია
„მოგეხსენებათ, რომ ოთხი წევრისგან იყო განსაზღვრული ეს კომისია. ფრაქციის შექმნამ კორექტივების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია და არის ასეთი მოსაზრება, რომ შემადგენლობა გაიზარდოს ექვს წევრამდე. აქედან უმრავლესობას ეყოლება სამი წევრი, ოპოზიციას ეყოლება სამი წევრი. ორი მათგანი უფრაქციო პარლამენტის წევრი იქნება და ერთი ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი.
როგორც კანონით არის მოთხოვნილი, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია სულ მცირე ნახევარით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს პრინციპი ბუნებრივია, აქ არის დაცული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.










