აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიფრინავდა, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ თვითმფრინავს საბრძოლო იარაღი სომხეთში გადაჰქონდა.
„პრაიმტაიმნიუსი” გთავაზობთ modern.az-ზე გამოქვეყნებულ სტატიას:
„როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მას საქართველოს თავზე ფრენის საშუალება არ მისცეს და უთხრეს „არა”.
შედეგად, თვითმფრინავმა შეიცვალა მიმართულება და დაბრუნდა სამხედრო აეროდრომზე, საიდანაც აფრინდა.” – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
„Ptn” ამ ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებთან ცდილობს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
საეჭოა საქართველომ ეს დაუშვას! – იან კელი ყარაბაღის მოვლენებს აფასებს











