საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ზონაში შეტაკებების განახლებას ეხმაურება. ამის შესახებ იან კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ეს სერიოზულია არა მხოლოდ 2 ქვეყნისათვის, რომელიც კონფლიქტშია ჩართული, არამედ მთელი რეგიონისთვის. რუსეთს სომხეთთან ხელშეკრულება აქვს და სამხედრო ბაზა, რომელიც იქაა განთავსებული. თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირეა. ორივემ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიაროს, რომ მოკავშირე მოამარაგოს. საეჭვოა, საქართველომ ეს დაუშვას, განსაკუთრებით რუსეთისთვის“, – წერს ის.
This is serious, not only for 2 nations involved, but for whole region. Russia has a treaty with and a base in Armenia, and Turkey is an ally of Azerbaijan. Both must transit Georgian territory to resupply allies. Doubt Georgia would allow, esp Russia https://t.co/7XuhRYGR76
— Ian Kelly (@ikelly731) September 27, 2020











