8 ერის გათამაშების დასკვნით მატჩში, მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის შეხვდა და 14 ქულის სხვაობით, 24:38 დამარცხდა.
პირველი ტაიმის ბორჯღალოსნებმა 10:19 დადეს. ჩვენი გუნდიდან ლელოს დადება გიორგი მელიქიძემ შეძლო, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. თედოს ანგარიშზეა პირველივე ტაიმში ერთი საჯარიმო დარტყმაც. საპასუხოდ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქისგან პირველ ნახევარში 3 ლელო მიიღეს.
მეორე ტაიმი 14:19 დასრულდა. ამჯერად ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქე ორჯერ დაალელოვეს, თუმცა საპასუხოდ ისევ 3 ლელო მიიღეს. ბორჯღალოსნებიდან თავი ორივე შემთხვევაში ბექა საღინაძემ გამოიჩინა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 8 ერის გათამაშებაში 4 მატჩი გამართა (ინგლისი, უელსი, ირლანდია, ფიჯი) და ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა.











