„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქართველოში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისთვის, შანაე ბრუკი წუხელ გაუჩინარდა. ის ბოლოს შეერთებულ შტატებში მეგობარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც მან 2 წინადადება გაიგო -“ხელი გამიშვი, მომშორდი”, შემდეგ კი, ქალთან კავშირი შეწყდა.
შანაე ბრუკი საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.











