ფოთში, სატვირთო მანქანების მძღოლები ამ წუთებში საპროსტო აქციას მართავენ.
ისინი შეკვეთილი რეისების ტარიფის გაზრდას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათი თქმით ტვირთების გადაზიდვაზე უარს აცხადებენ.
„ტარიფებია ძალიან დაბალი, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფები გაიზარდოს. საწვავის ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში, საქართველოში, მოიმატებს კიდევ და არ ღირს საერთოდ მუშაობა, არაფერი არ გვრჩება. მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევს სახლებს. ჩვენი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება”, – განაცხადა ტრაილერის მძღოლმა გოჩა საჯაიამ.
ცენტრალური გზა ჯერჯერობით გადაკეტილი არ არის.
ავტორი:თეა შონია











