გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრისას მას უთხრეს, რომ მისი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მან მედიასთან კავშირი უნდა შეწყვიტოს, რადგან მედიასთან ურთიერთობისას, მისი შვილის უფლებები დაირღვევა.
„2 თვის განმავლობაში, როდესაც ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, ხომ მიდიოდა საუბარი ტელევიზიაში ჩემს შვილზე. ახლა, ბოლო წამებში აღარ შეიძლება, უკვე საუბარი?!“ – აცხადებს თამაზ ხომასურიძე.
მისივე თქმით, ის შიმშილობას აპირებს.











