გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. გელხაურის თქმით, დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს ასევე, მტკიცებულებების დაუშვებლობასთან და და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„დღევანდელ დღეს გვექნება არაერთი სახის შუამდგომლობა, გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოლოდინს, როგორც მოგეხსენებათ ეს ის მოსამართლეა, რომელმაც პირველ სხდომაზე 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა, მოლოდინი იმის რომ რაღაც არსებითად შეიცვლება არ გვაქვს,“- განაცხადა გელხაურმა.
დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.











