fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შაქარაშვილის საქმე – „მთავარი არხის“ სიუჟეტზე შსს განცხადებას ავრცელებს

15:48 June 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.7k
ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე „მთავარი არხის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყება ტელეკომპანიის დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გუშინ გასულ მორიგ ყალბ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა.

❗ტყუილი ნომერი პირველი – სიუჟეტში საუბარია, რომ თითქოს მცხეთაში აგარაკზე პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს.

სიმართლე – აგარაკიდან მსგავსი გამოძახება არ მომხდარა!

❗ტყუილი ნომერი ორი – პოლიციამ მორაგბეების ვინაობა შეგნებულად დამალა, როდესაც ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს და ცხელ კვალზე განზრახ არავინ არ დააკავა;

სიმართლე – პოლიციამ, რა წუთიდანაც მიიღო შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, სამაშველო სამსახურთან ერთად, დაუყონებლივ დაიწყო საძიებო სამუშაოები. საგამოძიებო მოქმედებების დროს, ოპერატიულად მოხდა 50-ზე მეტი პირის გამოკითხვა და ამ პროცესში, პოლიცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არასდროს ასაჯაროებს გამოკითხულ პირთა ვინაობას.

კერძოდ: მიმდინარე წლის 19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა;

22 ივნისს მაშველებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს;

მეორე დღეს,23 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 50-მდე მოწმე იყო უკვე გამოკითხული;

26 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა და 17 პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

❗ტყუილი ნომერი სამი – გარდაცვლილს აქვს მრავლობითი მოტეხილობა, ჩამტვრეული აქვს თავის ქალა და რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენას არ სჭირდება ხანგრძლივი საექსპერტო კვლევა.

სიმართლე – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების და სავარაუდო დამნაშავეთა ბრალის ხარისხის დასადგენად. ცნობისთვის, საქმეზე მოწვეულია, აგრეთვე, დამოუკიდებელი ექსპერტი. იმავდროულად, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ სრულფასოვანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას გარკვეული პერიოდი (დაახლოებით, ორი კვირა) სჭირდება.

„ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვამს აღენიშნებოდა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა, ქალა-სარქველი ანუ თავის ჰქონდა ჩამტვრეული, ყური ჰქონდა მოცილებული – ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირი ჩონჩხის ძვლების, ქალა-სარქველის მოტეხილობა, ყურის მოცილება სხეულისგან, გვამის გამოკვლევისას არ აღენიშნებოდა. სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, ასევე სხვა ადგილებზეც. ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რა იყო სიკვდილის მიზეზი, ცოცხალი მოხვდა წყალში თუ არა, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ მის შემდგომ. იმ დაზიანებებს შეეძლო თუ არა სიკვდილის გამოწვევა ან ხელის შეწყობა,” – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ.

წყარო – rustavi2.ge

❗ტყუილი ნომერი ოთხი – რამდენიმე წლის წინ, პოლიციამ ბერა ივანიშვილის ე.წ. მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი გარკვეული დანაშაულისთვის დააკავა, მაგრამ გავლენიანი მფარველის ჩარევით, პასუხისმგებლობას განარიდა.

სიმართლე – 2014 წელს ავთანდილ ბილანიშვილმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც იგი სასამართლომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააჯარიმა და ამ ინცინდენტის დროს, მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

მოყვანილი ფაქტები ნათლად ცხადყოფენ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ზემოხსენებული სიუჟეტი სრულად არის გაჯერებული ცრუ ინფორმაციით, მომზადებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით და ემსახურება კონკრეტულ პირთა დისკრედიტაციის პოლიტიკურ ამოცანას“.

თეგები: მთავარი არხიშსს

დაკავშირებული სტატიები

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.
მთავარი ამბავი

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

December 25, 2021
796
სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

December 10, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

November 22, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია