გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულის მამის თამაზ ხომასურიძის განცხადების შემდეგ, რომელიც მირიან ნიკოლაძის შესაძლო ლიკვიდაციას შეეხებოდა, დაინტერესდნენ და ნაძალადევში, მისი სახლის ჩხრეკა დაიწყეს.
„დილით 10 საათზე მოვიდნენ 10 სული, ვერ დაეტეოდნენ სახლში და 5 შევიყვანე. წაიღეს ჩემი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და თავადცვის სამინისტროს საბუთი, რომ ვმუშაობდი. დაიწყო ჩემზე თავდასხმა, ხომ დავაანონსე რომ ასე იქნებოდა.
ორ საათზე დაბარებული ვარ პროკურატურაში, იქ მკითხავენ სავარაუდოდ ყველაფერს,“ – განაცხადა ხომასურიძემ.
ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამამ განაცხადა, რომ დაჯგუფება „თეთრი ისარი“ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციას გეგმავს.
ვრცლად იხილეთ აქ ↓↓↓











