გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, მათგან სამს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომა გამოცხადდება.











