შატილისკენ მიმავალი გზა უკვე გახსნილია.
სატრანსპორტო მოძრაობა გუშინ მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო და იმ ადგილზე, საიდანაც ტურისტული მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გუშინ საღამოს შევიდა, რომლითაც სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსი და მეორე მანქანა ამოიტანეს.
ცნობილია, რომ ტურისტული კომპანია „თრეველერის“ მიკროავტობუსსს, რომელსაც 20 მგზავრი გადაჰყავდა, არ ჰქონდა გავლილი ტექდათვალიერება, რომელიც 13 ივლისს უწევდა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, მათ დადებითი დინამიკა აღენიშნება.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.











