fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგი გრძელდება

10:55 March 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1-ლი მარტიდან დღემდე მინისტრის მოადგილე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არაერთ უმაღლეს სასწავლებელში იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ვითარებას როგორც სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში. მათი შეფასებით, უნივერსიტეტები ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს აკმაყოფილებს და თითოეულ მათგანში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი.

სოხუმის უნივერსიტეტში, სადაც ჯანდაცვის რეკომენდაციები სრულადაა დაცული, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა სრულად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. რაც შეეხება ლაბორატორიულ სამუშაოებს, სტუდენტები უსაფრთხო გარემოში აწარმოებენ.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდა, რაც გულისხმობს სწავლებას როგორც სასწავლო აუდიტორიებში, ასევე, დისტანციურად. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჰქონდათ საშუალება, თავად აერჩიათ, რომელი მოდელით სურდათ აკადემიური სემესტრის გაგრძელება.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ყველა წესის სრული დაცვით მიმდინარეობს. სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნივერსიტეტში შემოსვლამდე გადიან თერმოსკრინინგს, აუდიტორიებში იცავენ დისტანციას, ლექცია-სემინარებს ესწრებიან პირბადის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები 50 წუთში ერთხელ მიმდინარეობს.

თეგები: განათლების სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

December 8, 2021
763
მთავარი ამბავი

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

December 4, 2021
824
მთავარი ამბავი

სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს – განათლების სამინისტრო

November 26, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია