შესაძლოა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
ამის შესახებ ინფორმაცია 21 სექტემბერს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, წინასასამართლო სხდომა, მცხეთის რაიონულ სასამართლოში 17:00 საათზე გაიმართება. სწორედ იქ გაირკვევა, სრულწლოვანი ბრალდებულები აირჩევენ თუ არა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
თუკი, ნაწილი აირჩევს, ნაწილი კი არა, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან.











