სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ვლადიმერ ბორცვაძესა და ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორ მამუკა ჭელიძესთან ერთად იმყოფება.
მათ სამმართველოსთან სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა დახვდათ.
შეხვედრა სავარაუდოდ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმას და თავდამსხმელის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს თუ არა შსს-ს რომელიმე მაღალჩინოსანი მედიასთან კომენტარს.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სპეცოპერაციიდან მეორე დღესაც იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის შენობაში, სადაც მან მედიის შეკითხვებს უპასუხა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე, დამნაშავეს მეოთხე დღეა ეძებენ.
ავტორი: თეა შონია











