fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შსს-ს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს

23:46 January 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
819
ნახვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „ფორმულას” და „ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის პატრულ-ინსპექტორს ნარკოტიკები გადაჰქონდა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “ფორმულას” და “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც კვლავ მტკიცებით ფორმაში ხდება პოლიციის თანამშრომელთა დადანაშაულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
ტელეკომპანია “ფორმულას” სიუჟეტში, ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, პოლიციას პროსტიტუციის მფარველობაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის ავტორი საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას, ციტატა მათივე სიუჟეტიდან – „პოლიცია მფარველობს პროსტიტუციას“.
დღევანდელ რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ გასულ კვირას, რეპორტაჟის გასვლის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვლავ გააგრძელეს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება.
ასევე, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი “ტვ პირველის” მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, კერძოდ, მათ მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების გადატანაში, გამოაქვეყნეს მისი ფოტოსურათი და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ამ პირის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც უწყებამ რეაგირება არ მოახდინა.
ასევე, საზოგადოებას მიაწოდეს აბსურდული ვერსია, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გასულ კვირას დააკავა, თითქოსდა კავშირში იყო “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში დასახელებულ პატრულ-ინსპექტორთან.
ის, რომ მათ მიერ დასახელებული პატრულ-ინსპექტორი არ ყოფილა დაკავებული ან შეჩერებული ნარკოტიკების გადატანის გამო, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს კომენტარის დროს განუმარტა. მინისტრის ამ კომენტარის შემდგომ, პრესსამსახურმა დამატებით, კიდევ ერთხელ განუმარტა რეპორტაჟის ავტორს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად რეაგირებს თითოეულ სამართალდარღვევაზე, მათ შორის მედიაში გასულ არგუმენტირებულ, დადასტურებულ ინფორმაციაზე”, –  ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თეგები: განცხადებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

October 25, 2021
793
მთავარი ამბავი

მაგთიკომი მომხმარებლებს აფრთხილებს

September 3, 2021
999
სიახლე

GWP განცხადებას ავრცელებს

August 31, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია