fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შუახევში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

21:22 August 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
992
ნახვა

შუახევში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევისა და ქედის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. და 1996 წელს დაბადებული ხ.ც. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელ მოლარე-ოპერატორს – 1956 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა – 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. ქედის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყაჩაღურად დაუფლებულ თანხასთან ერთად მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან, გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თეგები: დაკავებაქურდობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გენერალი გიორგი კალანდაძე დააკავეს

December 19, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

November 22, 2021
779
სამართალი

თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

November 16, 2021
811

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია