შვედეთის პრემიერ-მინისტრი, სტეფან ლევენი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ცნობისთვის, 21 ივნისს შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა.
აღსანიშნავია, რომ სტეფან ლევენი შვედეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს.











