სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ავტომობილში, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიწვა. შემთხვევა სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მანქანაში დამწვარი მსუბუქი ავტომობილის მფლობელის ცხედარი, ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. თანასოფლელების მტკიცებით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.
ავტომანქანის აალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











