სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია ლოზუნგით ,,სუს-ტემა” უნდა დაინგრეს იმართება. აქციის წევრები არიან: მოძრაობა „სირცხვილია“, „შეცვალე“, ასევე პარტია „ლელო“ და „დროა“.
აქციის მონაწილეები სუს-ის შენობამდე მსვლელობით, სასტვენებით მივიდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: ,,სუს-ტემა უნდა დაინგრეს”, ,,ნუ გაი-სუს-ები” და სხვა.
გიგია მაქარაშვილი აცხადებს, რომ ეს ქცია ტარდება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ – „ყველა ბოროტება და ცუდი რაც ჩვენ გვჭირს, ამ შენობაში ხდება”.
„უნდა იცოდნენ აქ მომუშავე ადამიანებმაც, რომ ხელფასს ვუხდით რათა სახელმწიფო უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და არა გვსდიონ საძინებლებში ან ტელეფონებში. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ,,სუს-ტემა” არ დაინგრევა”, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.











