ვატიკანი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს. ინფორმაციას Le figaro ავრცელებს.
„ტერორიზმი და ძალადობა ვერასდროს გახდება მისაღები. პაპი ფრანცისკე დაღუპულებისთვისა და მათი ოჯახებისთვის ლოცულობს“,- განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.











