„დაფინანსების არმიღებაზე კატეგორიულად ვერავინ ისაუბრებდა”, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ბლოკში შემავალი პარტიის, “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის შესახებ.
მისი თქმით, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა ახლადშექმნილი პარტიისთვის დაფინანსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“ძალიან რთული თემაა, ჩვენც ძალიან გვიმძიმს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ახლადშექმნილი, კარგი პარტიები შეიძლება გაქრეს და ეს არის აბსოლუტურად ივანიშვილის და ხელისუფლების ინტერესში.
დაფინანსებას მოჰყვება ის, რომ ბლოკმა შეიძლება საერთოდ ნებისმიერი ფინანსის გარეშე ფილიალები დახუროს და საერთოდ გაქრეს. ყველამ რომ უარი თქვას დაფინასებაზე, ეს ჯიბის ფული კი არ არის, ეს არის პარტიების დაფინანსების თანხა, რომელიც ოფიციალურად ფორმდება.
ეს არის საოფისე, პარტიული საქმიანობის თანხა. ახლადშექმნილი, სუფთა პარტიები, რომლებიც არ იკვებებიან შავი და ჭუჭყიანი ფულით, შეიძლება მიწისაგან პირისა აღიგაოს და ამდენი წლის თუ თვეების ნაშრომი წყალში ჩაიყაროს”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ მან, ისევე როგორც სხვა 9 ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოს დაფინანსების მოთხოვნით მიმართა.











