23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად ამ წუთებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს ხვდებიან.
როგორც ადვოკამტა უწყებაში შეხვედრამდე განაცხადა, მათ კითხვები ექნებათ საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს, შესაბამისად, ამ წუთებში ოჯახის წევრებსა და ადვოკატს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ხვდება.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს











