ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 8871 საწოლია მობილიზებული. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საწოლფონდი მობილიზებულია მაქსიმალურ დონეზე. ამ დროისთვის 8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 კი – რეანიმაციულ განყოფილებაში.
აცრილთა შორის, სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი და საერთოდ გუშინდელი ვაქცინაციის მაჩვენებელი 8000-ს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











