fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თანამადებობა, ან პოლიტიკური საქმიანობა – NGO-ები ანა დოლიძეს არჩევანის გაკეთებას სთხოვენ

16:45 June 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
819
ნახვა

7 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებს, თუ ის მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დატოვოს.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ დოლიძის მხრიდან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” დაფუძნებას, რამაც საზოგადოების ნაწილში მოლოდინები გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები, ისინი ჩანაცვლდნენ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებით, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და „პოლიტიკური საქმიანობა“. ამგვარი საქმიანობის განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. კანონის მიზანია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და შენარჩუნება.

აღსანიშნავია, რომ ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის დღიდან, აქტიურად არის ჩართული სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოვლენის, მათი გადაჭრის გზების ძიებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში, იგი მწვავე ოპონირებას უწევს სასამართლოში არსებულ კლანს. განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია ის შრომა, რომელიც მან გასწია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკანონმდებლო ბაზისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის სრულყოფის კუთხით. 2020 წლის 21 მაისს, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა.

ამავე დღეს, ანა დოლიძემ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა და ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ყოველივე ზემოთქმულმა, საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინი, მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ანა დოლიძე ახლო მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, მნიშვნელოვანია მან თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); უფლებები საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).

თეგები: ანა დოლიძეარასამთავრობო ორგანიზაციები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა- NGO

August 25, 2021
824
პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

August 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

August 14, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია