მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პოლიტიკურ სპექტრში მასზე საუბარი არ წყდება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სააკაშვილის ციხიდან გამომშვები არავინ არ არის.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი უკვე მის გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ.
ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან იკრიბებიან. იქ, სადაც ამ დროისთვის ექსპრემიერი იმყოფება.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სახალხო დამცველმა იმავე დღეს მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა დაკავებიდან რამდენიმე საათში შიმშილობა დაიწყო.











