„თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა, არც მოადგილეობა. რიგითი დეპუტატი ვარ და ვიქნები”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ძალიან ბევრი საქმეც მაქვს, თუ რომელიმე დეპუტატი პასუხისმგებლობით უყურებს, რიგით დეპუტატსაც ბევრი საქმე აქვს, თუ საქმის კეთება უნდა. ორნი ვართ, ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება, თუმცა პრინციპი, რომ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, სწორია,”- განაცხადა ელისაშვილმა.











