ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ გაუარესებული ეპიდსიტუაციის მიუხედევად, თბილისი არ უნდა ჩაიკეტოს. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ადამიანებმა რეგულაციები უნდა დაიცვან.
„ჩაკეტვა არ არის საჭირო. სადაც ვირუსი გამოვლინდება, წერტილოვანი ღონისძიებები არის მისაღები. ადამიანები ვართ და ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა დავიცავთ რეგულაციები, რასაც ჰქვია დისტანცია, ხელების დაბანა და დატესტვა“,- განაცხადა ენდელაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ინფიცირების რაოდენობა 19 857-ს შეადგენს.










