უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო ფარერების კუნძულის წარმომადგენელს “კლაკსვიკს” დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დამარცხდა.
თბილისელმა ფეხბურთელებმა პირველი ნახევარი 1:0 წააგეს, მეორე ტაიმში კი მეტოქისგან კიდევ 5 ბურთი გაუშვეს.
“დინამოს” შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა პერნამბუკომ გაიტანა.










