კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებით შეწყვეტილი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი წუთიერი დუმილით განახლდება.
მიზეზი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაა. ინფორმაციას ამის შესახებ „საბურთალო“ ავრცელებს.
„კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ცენტრალური მატჩით, დედაქალაქური დერბით „საბურთალო“-„დინამოს“ დაპირისპირებით განახლდება. თუმცა, მესამე ტური დიდი ტკივილის ფონზე ჩაივლის – გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ წყალში გარდაცვლილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი გიორგი შაქარაშვილი იპოვნეს.
ზოგადად, მესამე ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება. ამავდროულად, ფეხბურთელები შავი ლენტებით ითამაშებენ. „საბურთალოსა“ და „დინამოს“ ფეხბურთელები კი თამაშის დაწყებამდე სპეციალურად დამზადებული შავი მაისურებით გამოვლენ“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეროვნული ლიგა“ ხვალ თბილისური დერბით, „დინამოსა“ და „საბურთალოს“ მატჩით განახლდება.
ასევე ნახეთ:
- გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი – ვლადიმერ ბორცვაძე ფეხბურთელის საქმეზე
- გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახმა გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართო
- ის ძველი და საზარელი ამბები… მეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ – შოთა არველაძე 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე
- ძალადობის პრიმიტიული რომანტიზაციის ინერცია, რამაც თაობები შეჭამა, არსად გამქრალა – გიორგი კეკელიძე











